მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაღიძის წყლების" ისტორიულ ადგილზე დაბრუნების საკითხი კვლავ გაურკვეველია

5c8fb06fed9d7
ლიკა გურაბანიძე
18.03.19 20:00
1044
„ლაღიძის წყლების“ ისტორიული ადგილის - რუსთაველის 24-ის ოჯახისთვის გადაცემის საკითხი თითქმის ორი წელია გაურკვეველია.

როგორც bm.ge-ის მიტროფანე ლაღიძის შთამომავალმა თინათინ ლაღიძემ განუცხადა, მას შემდეგ, რაც 2017 წლის შემოდგომაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მერს კახა კალაძეს ოჯახისთვის ტერიტორიის უკან დაბრუნება დაავალა, მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა.

თინათინ ლაღიძის თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი მერის მოადგილესთან ირაკლი ხმალაძესთან მიმდინარეობს და მისი ვარაუდით, მიმდინარე წელს დასრულდება.

ლაღიძის შთამომავალი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ყველაფერი ოჯახის სასარგებლოდ გადაწყდება.

„არ ვიცით, მოლაპარაკებების პროცესი რატომ გაიწელა. დიდხანს რომ ვერ გაგრძელდება, ესეც ვიცით; უნდა დაველოდოთ მერიასთან მოლაპარაკებების შედეგებს. ვთვლი, რომ საბოლოოდ საკითხი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდება“, - აღნიშნა თინათინ ლაღიძემ.

კომპანიის დამფუძნებლის შთამომავლის თქმით, „ლაღიძე“ საქართველოში ერთადერთი ბრენდია, რომელმაც 135-წლიან ისტორიას გაუძლო. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ „ლაღიძის წყლების“ ძველი ტერიტორია ოჯახის მფლობელობაში გადავა, ადგილზე მაღაზიასთან ერთად მუზეუმიც მოეწყობა.

რაც შეეხება მერიას, როგორც bm.ge-ის მერიაში განუცხადეს, მოლაპარაკებების პროცესის დასრულების ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია.