მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლადო პაპავა: გარკვეული პროგრესი მთავრობის ხედვაში შეინიშნება

5b4ca7d2ca524
მეგი კავთუაშვილი
16.07.18 18:10
465
თსუ-ს ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა ეკონომიკური გუნდის მინისტრების კანდიდატების პარლამენტში გამოსვლას ნეგატიურად აფასებს და თანამდებობაზე შემთხვევით მოსულებს უწოდებს. თუმცა მცირე მთავრობის პროგრამას დადებითად აფასებს და მოქნილს უწოდებს.

„ფინანსთა მინისტრი პირველ გამოსვლაში როცა ძირითად მელაპარაკება ეკონომიკის გაციფრულებაზე, ვფიქრობ რომ ეს ფინანსთა მინისტრის მთავარი ამოცანა არ უნდა იყოს. ის უნდა ლაპარაკობდეს საგარეო ვალზე, საგადასახადო პოლიტიკაზე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, მან კიდევ უფრო ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, თავიდან თქვა რომ მთვარია, თანაბრად განაწილდეს შემოსავალი, ეს იდეა არ ახალია. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებს. ხოლო ინკლუზიურ განვითარებაზე კიდევ უარესი თქვა, თურმე ეკონომიკური ზრდა გვექნება ქარხანა რომ ავაშენოთ, მაგრამ მოსახლეობას ეს რაში სჭირდებაო. პირიქით, ინკლუზიური ზრდა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მონაწილეობდეს ეკონომიკურ ზრდაში და ეკონომიკური ზრდის ხეირს თვითონაც ნახულობდეს.“ - განაცხადა ლადო პაპავამ დღეს „საქმიან დილაში“.

მისი თქმით გადაწყვეტილების მიღების ოპერატიულობა შემცირდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებითაც.
„ყველაზე ყურადღება მისაქცევი დარგი არის განათლება და მეცნიერება, ამიტომ მე ამ გაერთიანებას მხარს ვერ დავუჭერ. როცა გინდა რომელიმე დარგი ამოწიო, მასზე უნდა ხდებოდეს ფოკუსირება და არა ყურადღების გაფანტვა. ყველაზე ვუნდერკინგი მინისტრიც უნდა მოვიდეს, ის ამას ვერ მოახერხებს.“ - აცხადებს ლადო პაპავა.