05.მაისი.2016 14:58
ეკონომიკა

კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 43% ინტერნეტით არ სარგებლობს

კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 43% ინტერნეტით არ სარგებლობს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, 2015 წელთან შედარებით საქართველოში მცირედით გაზრდილია ინტენეტის ყოველდღე მომხმარებელთა რაოდენობა.
 
კითხვაზე, რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. გასული წლის კვლევის შედეგებით, ყოველდღიურად ინტერნეტს მხოლოდ 35% იყენებდა.

ამავე კვლევით შემცირებულია, თუმცა კვლავინდებურად მაღალია, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არასოდეს სარგებლობენ ინტერნეტით. მათი რაოდენობა 43%-ს აღწევს, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ანალოგიური გამოკითხვა 2013 წელსაც ჩატარდა. მაშინ ინტერნეტით მოსახლეობის 47% არ სარგებლობა.

ამავე კვლევით 2016 წელს, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-მა დააფიქსირა აზრი, რომ არ იცის რა არის ინტერნეტი, რაც 2015 წლის მონაცემს ემთხვევა.

ყველაზე ხშირად ინტერნეტს სოციალური ქსელების მოხმარების მიზნით იყენებენ. მაღალია ინტერნეტის, როგორც ახალი ამბების მოძიების წყაროს გამოყენების მაჩვენებელიც. გამოკითხულთა 10% ინტერნეტს ბლოგების გასაცნობად იყენებს, 7% კი ინტერნეტ თამაშებისთვის.

საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ია და მისი მომხმარებლის რიცხვი 86%-ია. ინტერნეტის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი კი Odnoklasniki-თაც სარგებლობს. Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში უმნიშვნელოა და ის 5%-ს შეადგენს, ხოლო სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეს“ გამოკიტხულთა 13% იყენებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2016 წლის 16-28 მარტს ჩაატარა, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2032 მოქალაქე.



12.დეკემბერი.2018 16:35
31

ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის ბიუჯეტი პირველად აჭარბებს 13 მლრდ ლარს

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 16:15
57

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:53
96

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:45
86

"ეკონომიკის მინისტრისთვის გასაგებია სადაზღვევოების წუხილი საბანკო სექტორთან დაკავშირებით"

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:39
54

67 803 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:34
52

"ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები"

ვრცლად