24.აპრილი.2016 12:23
საფინანსო სექტორი

კვლევის მიხედვით, საკუთარ ფინანსურ სახსრებს ბანკს გამოკითხული მოსახლეობის 78% ანდობს

კვლევის მიხედვით, საკუთარ ფინანსურ სახსრებს ბანკს გამოკითხული მოსახლეობის 78% ანდობს
კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხულთა 78,7% ანდობს საკუთრ ფინსანსურ სახსრებს ბანკს და ამავდროულად გამოკითხულთა 15% ანდობს საკუთარ ფულს სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.

კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი). მოსახლეობა მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა.
 
ჯვარედინი მონაცემების მიხედვით, 18-33 ასაკობრივი ჯგუფი (82%) სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით უფრო ენდობა ბანკს და ამავდროულად 34-49 (86%) და 50-65 (86%) ასაკობრივი ჯგუფები უფრო მეტად არ ენდობიან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. ასევე სქესობრივ ჭრილში, ქალები უფრო მეტად ენდობიან ბანკებს (80%) ვიდრე კაცები (77%), თუმცა სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ კაცები უფრო მეტად დადებითად არიან განწყობილები (19%) ვიდრე ქალები (11%).

უმაღლესი განათლების მქონე რესპოდენტების 80% ენდობა ბანკებს და აღმატება პროფესიული, საშუალო და დაწყებითი განათლების მქონე რესპოდენტების შესაბამის მაჩვენებლებს.

გამოკითხულთაგან თბილისის მოსახლეობის 80% და სხვა ქალაქების მოსახლეობის 77% ანდობს საკუთარ სახსრებს ბანკს და პირიქით, თბილისის მოსახლეობის 13% და სხვა ქალაქების მოსახლეობის 19% ანდობს საკუთარ ფულს სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.

ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისადმი ნდობა იცვლება რესპოდენტების ოჯახის საშუალო შემოსავლის შუალედების მიხედვით. რაც უფრო იზრდება ოჯახის საშუალო შემოსავალი მით უფრო იზრდება ბანკისადმი ნდობა და პირიქით მცირდება სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ ნდობა.

თიბისი ბანკის ინიციატივით, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა 2016 წელს, პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა.




21.სექტემბერი.2018 15:56
156

ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 12:22
166

აგვისტოში ბანკებმა 48.9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 11:22
118

"ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ"

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 17:14
2322

სებ: ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:18
391

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 13:43
1869

მურთაზ კიკორია სებ-ს ტოვებს

ვრცლად