26.აპრილი.2016 13:11
ეკონომიკა, მსოფლიო

კვლევის მიხედვით, ელექტრონულმა გადახდებმა მსოფლიოს 70 ქვეყნის ეკონომიკა $296 მილიარდით გაზარდა

კვლევის მიხედვით, ელექტრონულმა გადახდებმა მსოფლიოს 70 ქვეყნის ეკონომიკა $296 მილიარდით გაზარდა
ვიზა ინტერნეშენალმა "მუდი ანალიტიკსის" 2016 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც გაანალიზებულია ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკის ზრდაზე 70 ქვეყანაში 4-წლიან პერიოდზე (2011-2015). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ელექტრონული გადახდების პროდუქტების (საკრედიტო, სადებიტო და წინასწარი გადახდის ბარათების) მზარდი გამოყენების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 296 მილიარდი დოლარით, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარების დონე წელიწადში საშუალოდ - 0.18%-ით.

ამასთან, „მუდის“ ანალიტიკური ცენტრის ეკონომისტების შეფასებით, ელექტრონული გადახდების ზრდის შედეგად, საშუალოდ წლიურად 2.6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საანალიზო 5 წლის განმავლობაში.

"ელექტრონული გადახდები მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ბაზრისთვის," - განაცხადა მარკ ზანდიმ, "მუდი ანალიტიკსის“ უფროსმა ეკონომისტმა.

ასევე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ელექტრონული გადახდების სისტემამ მინიმუმამდე დაიყვანა ჩრდილოვანი ეკონომიკა.

2011-2015წწ. ელ. ბარათების მოხმარება საშუალოდ 2.3%-ით გაიზარდა. ამ ინდექსის 0.01% განპირობებულია ბარათების შეღწევადობის გაზრდილი მაჩვენებლით. ანუ, ბარათების მოხმარების წილი საერთო მოხმარების ზრდაში დაახლოებით 0.4%-ია.

კვლევის მიხედვით, ქვეყნების, რომლებიც ყველაზე მეტად მოიხმარენ ელ.ბარათებს, ყველაზე მეტი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვთ. მაგ: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა უნგრეთში (0.25%), არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში (0.23%), ჩილეში (0.23%), ირლანდიაში (0.2%), პოლონეთსა (0.19%) და ავსტრალიაში (0.19%). კვლევაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში ელ. ბარათების გამოყენება გაიზარდა ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 0.33%-მდე, უკრაინაში - 0, 07%, აზერბაიჯაბსა და ყაზახეთში შესაბამისად 0, 03% და 0,02%.

რაც შეეხება სამუშაო ადგილების ზრდას, დსთ-ს ქვეყნებში დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: 235 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა რუსეთში, დაახლოებით 13 520 - უკრაინაში. ყაზახეთში - 2080, აზერბაიჯანში - 1130.

ბარათების გაზრდილმა მოხმარებამ განვითარებად ბაზრებზე პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი 0.2%-ით გაზარდა, 2011-2015 წლის მონაცემების განვითარებული ქვეყნების მონაცემთან - 0.14%-თან შედარებით. მშპ-ს შესაბამისი მაჩვენებლებია 0.11% განვითარებად ბაზრებზე, ხოლო 0.08% - განვითარებულ ქვეყნებში.

"მომხმარებლები ელ. ბარათებს სულ უფრო მეტად და მეტად იყენებენ. 2011-2015წწ. დაფიქსირდა ვიზა ბარათების მოხმარების სტაბილური ზრდა დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. როგორც „მუდი“ კვლევის შედეგებიდან ჩანს, ელ. გადახდების სისტემაზე გაზრდილმა მიგრაციამ უკრაინაში მშპ თითქმის

$460 მილიონი ლარით გაზარდა, აზერბაიჯანში - $70 მილიონით, ხოლო ყაზახეთში - $210 მილიონით", - განაცხადა დიმიტრი კრეპაკმა, "ვიზას" რეგიონალურმა მენეჯერმა უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.



14.დეკემბერი.2018 19:53
213

სემეკთან მოქალაქეები ბინის გაქირავებისთბის წყლის კომერციული ტარიფის გადახდას გააპროტესტებენ

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 19:25
213

"დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს - საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:40
145

„მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:00
157

"კოეფიციენტებით ვაჭრობამ" პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია - რამდენ შენობას გაეზარდა სიმაღლე

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:40
147

ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:25
98

გვენეტაძე-ლარის კურსზე: „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“

ვრცლად