მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: ქალებს დასაქმება ახალი პროფესიის ათვისების შემდეგაც უჭირთ

5b5184c5296c4
მეგი კავთუაშვილი
20.07.18 10:43
753
პროფესიული კოლეჯების დასრულების შემდეგ დასაქმება მამაკაცები უფრო ადვილად ახერხებენ, ვიდრე ქალები. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სქესის მიხედვით დასაქმებულთა მაჩვენებელი ერთმანეთისგან განსხვავებულია. გამოკითხულ მამაკაცთა 61.1% აღნიშნავს, რომ დასაქმებულია, ხოლო ქალებიდან იგივეს მხოლოდ 49.7% აცხადებს.

რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს. როგორც კვლევაში მონაწილეებმა განაცხადეს, დასაქმების მაღალი მაჩვენებელია 40–49 და 55-59 წლის კურსდამთავრებულთა ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო დაბალი მაჩვენებელი 15–24 წლის კატეგორიაში.

მიმართულებების მიხედვით დასაქმების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება შემდეგ მიმართულებებზე: ინჟინერია, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (მაგ.ბარმენი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, გიდი, ტუროპერატორი და სხვა) და აგრარული მეცნიერებები.