13.ივნისი.2018 18:48
საზოგადოება

კვირიკაშვილი თანამდებობას ტოვებს

კვირიკაშვილი თანამდებობას ტოვებს


გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტს 2015 წლის ბოლოდან იკავებდა.

„“საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პლიტიკაზე. მინდა აუცილებლად ავღნიშნო, რომ ბოლო თვეებში იყო რიგი საკითხები, რომელშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს.

დღეს ჩვენ რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. დღეს ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებში, სწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოში შექმნილია უსაფრთხო გარემო. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატოსგან.

ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირს ხალხს. ჩვენ გვყავს მოსახლეობა რომელიც ზრუნავს რომ იშოვნოს ლუკმა პური ოჯახისთვის, - დიახ ეს ასეა, თუმცა რომ არა ჩვენი პოლიტიკა ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა რამდენიმე წლით გადავადდებოდა. მჯერა რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გათვლილია ქვეყნის განვითარებაზე და გრძელვადიან შედეგებზე. მე ასეთი პოლიტიკა ავირჩიე. რომ არა ესეთი გადაწყვეტილებები არ გვექნებოდა დინამიური ეკონომიკა.

ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.






17.იანვარი.2019 01:33
60

სერგეენკოს უწყება აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ვრცლად
17.იანვარი.2019 00:06
80

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა

ვრცლად
17.იანვარი.2019 00:02
149

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე "ყაზტრანსგაზ–თბილისი" განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 23:47
94

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:10
140

ჰიპერინფლაციის 8 ისტორია

ვრცლად
16.იანვარი.2019 19:26
30

„ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაწყებულია“

ვრცლად