02.თებერვალი.2016 14:38
ეკონომიკა

კურორტ თეთნულდზე სეზონის ბოლომდე, საბაგიროს მომსახურება უფასო იქნება

კურორტ თეთნულდზე სეზონის ბოლომდე, საბაგიროს მომსახურება უფასო იქნება
სვანეთში მდებარე კურორტი თეთნულდი პირველ ვიზიტორებს შაბათ-კვირას მიიღებს. კურორტზე თავდაპირველად 7 კილომეტრიანი სასრიალო ტრასა და ერთი საბაგირო ამოქმედდება. ადგილზე სამუშაოების დასრულება 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. როგორც მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა, "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, კურორტზე ტურისტების მოზიდვის მიზნით, სეზონის ბოლომდე საბაგიროს მომსახურება უფასო იქნება, ასევე უფასო იქნება მესტიიდან თეთნულდისკენ მიმავალი ავტობუსებიც.
 
"პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებდა. ჩვენ მენეჯმენტში გადმოგვეცემა დამთავრებული საბაგირო და სათხილამურო ტრასები. ეს არის კურორტ თეთნულდის პირველი ფაზის დამთავრება. კურორტს სამომავლოდ კიდევ ერთი საბაგირო უნდა დაემატოს, რომელიც მულახიდან ამოვა კურორტზე", - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, კურორტზე ამ ეტაპზე ორი ადმინიტრაციული შენობა და სასადილოა განთავსებული. დამსვენებლებს ღამის გათენება კი მესტიაში შეუძლიათ, რომელიც თეთნულდიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.

თეთნულდის პროექტი ერთდროულად 6 806 დამსვენებლზეა გათვლილი. ახალი კურორტის სათხილამურო ტრასა დასრულების შემდეგ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე უნდა იყოს.



21.სექტემბერი.2018 14:20
3

"გასულ წლებში მანგანუმის ფასები მკვეთრად მერყეობდა, რაც მძიმე შედეგებს იწვევდა"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 13:00
82

მოახლოებული ციტრუსის სეზონი და შეჩერებული აგროდაზღვევა აჭარაში

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 11:08
23

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხედვა გააცნო

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 11:06
34

„ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში“

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 11:00
28

„ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს“

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:59
183

ლაგარდი: ძალიან კარგი დისკუსია შედგა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე

ვრცლად