20.აპრილი.2016 17:24
ბიზნესი

კურორტ თეთნულდის გახსნამ მესტიაში არსებული სასტუმროების ბიზნესი გამოაცოცხლა

კურორტ თეთნულდის გახსნამ მესტიაში არსებული სასტუმროების ბიზნესი გამოაცოცხლა
„კომერსანტი" დაინტერესდა, რა შედეგებით დაასრულა ახლადგახსნილმა კურორტმა თეთნულდმა საკურორტო სეზონი?
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი განმარტავს, რომ კურორტის გახსნამდე რა გათვლაც იყო, გაამართლა. შედეგად, კურორტმა ტურისტების დამაკმაყოფილებელი რაოდენობა მიიღო.

მისი თქმით, "თეთნდულდზე" მომავალ წელს სრულად იქნება დასრულებული საბაგიროების მშენებლობა, რაც ბევრად უფრო მეტი ტურისტის მიღების იმედს იძლევა. „ამ დროისთვის სეზონი დახურულია, ახლა ველოდებით თოვლის დნობას, რომ სამუშაოები დავიწყოთ,"- აცხადებს ონოფრიშვილი.

მისივე განმარტებით, წელს თეთნულდით უმეტეს წილად უცხოელები იყვნენ დაინტერესებული. მათ შორის იყო 20-მდე ქვეყნის ვიზიტორი. ონოფრიშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ თეთნულდში სასტუმროების მშენებლობა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, ტურისტები მესტიის სასტუმროებით სარგებლობენ, შედეგად, თეთნულდის განვითარება მესტიასაც ავითარებს.

რაც შეეხება მესტიაში არსებული სასტუმროების პოზიციას, მათი უმრავლესობა "კომერსანტთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალი კურორტის გახსნამ მათ ბიზნესის განვითარების და შესაბამისად, შემოსავლების ზრდის პერსპექტივა მისცა.

საოჯახო სასტუმრო "სეტის" ხელმძღვანელი დავით ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ კურორტ "თეთნულდის" გახსნა სასტუმროს შემოსავალზე დადებითად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ კურორტს ჯერ დიდი ცნობადობა არ ჰქონდა, სასტუმროში ტურისტების რაოდენობა გასული წლის სეზონთან შედარებით დაახლოებით 30-40 პროცენტით გაიზარდა.

მისი თქმით, ჩამოსული ტურისტები კურორტზე არასაკმარის ინფრასტრუქტურულ ობიექეტებზე საუბრობდნენ, თუმცა, როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, "თეთნულდი" ახალი კურორტია და ყველაფერი წინ აქვს, რაც შეეხება მესტიას, „თეთნულდის" განვითარება მესტიის განვითარებასაც ნიშნავს.

ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ "თეთნულდის" გახსნამ მესტიაში ბიზნესის განვითარების სურვილიც გააჩინა. "ვისაც ცოტა საშუალება აქვს, ახალ საოჯახო სასტუმროებს აშენებს, ან არსებულს აფართოებს. ეს ძალიან კარგია. მეც ვფიქრობ სამომავლოდ ჩემი სასტუმროს გაფართოებას, თუ რა თქმა უნდა შემოსავალი გამეზარდა" - აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, წელს მის სასტუმროში 1 ადამიანის დასვენების ღირებულება საშუალოდ 50-55 ლარია. თუმცა, მისივე განმარტებით, მომავალ წელს შესაძლოა ფასი 5 ლარით გაიზარდოს. ამის მიზეზი ელექტროენერგიაზე ფასის ზრდაა.

კურორტ "თეთნულდის" დადებით გავლენაზე საუბრობს საოჯახო სასტუმრო "უშბას" ხელმძღვანელი თეა ჟორჟოლიანიც. მისი თქმით, გასული წლის სეზონისგან განსხვავებით წელს სასტუმროს შემოსავლები 30-40 პროცენტით არის გაზრდილი. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ წელს ძირითადად მაინც ტუროპერატორები და გიდები სტუმრობდნენ, ასევე უცხოელები, მათ ნახეს რომ მესტიას და კურორტ "თეთნულდს" დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად, მომავალ წელს იმაზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან, ვიდრე წელს.

ჟორჟოლიანის თქმით, ტურისტების მატებას ხელს შეუწყობს გზა, რომელზეც გზების დეპარტამენტი მუშაობს. კერძოდ, მესტიაში მოხვედრა უკვე ქუთაისიდან იქნება შესაძლებელი, რაც საკმაოდ ამოკლებს გზას. მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ „თეთნულდი" ასეთი პერსპექტიულია, მას და მის ირგვლივ სასტუმროს მფლობელებს, ბიზნესის გაფართოების სურვილი უჩნდებათ.

"თეთნულდის" განვითარება პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული მესტიის განვითარებაზე"- აცხადებს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, "თეთნულდის" განვითარების პროექტი საფრანგეთის მთავრობის კრედიტით და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. საფრანგეთის მთავრობის კრედიტი 18 მილიონი ევროა, საქართველოს მთავრობა კი სულ 100 მილიონი ლარის აქტივობებს ახორციელებს.
კურორტის მთლიანი ფართობი 7000 ჰექტარია.

გამოთვლების მიხედვით, კურორტს ერთდროულად შეეძლება მოემსახუროს 4100 მოთხილამურეს, საბაგიროების საერთო გამტარიანობა - 8400 ადამიანი/საათში, კურორტის ტურისტული ტევადობა არის 6806 ადამიანი.

კომერსანტი



21.სექტემბერი.2018 15:01
304

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:00
117

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
67

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
106

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
255

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
631

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად