06.თებერვალი.2016 13:54
ეკონომიკა

კუმისის ტერიტორიაზე ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

კუმისის ტერიტორიაზე ნავთობის საბადო აღმოაჩინეს
კუმისის ტერიტორიაზე ბურღვითი სამუშაოები დასრულდა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კუმისში ბურღვის პროცესი ერთი კვირის წინ დასრულდა და კომპანიამ ჭაბურღილის ათვისების სამუშაოები დაიწყო. გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ჭაბურღილის ბურღვა, თუმცა მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასი მსოფლიოში ისტორიულ მინიმუმზეა, კომპანიებს ძებნა-ძიების სამუშაოებისთვის დაფინანსების მოპოვება უჭირთ
 
ამ დროისთვის საქართველოში ნავთობს 4 კომპანია მოიპოვებს. კომპანია "ჭინდალი’’, რომელიც საგარეჯოს რაიონში მუშაობს. ჭაბურღილი აქვს სუფსაში კომპანია "ვექტრას". ნინოწმინდაში ნავთობს მოიპოვებს კომპანია "კანარგო" და საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ნავთობის მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ამერიკული კომპანია "ფრონტერა".

"ნავთობის რესურსებთან მიმართებაში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მოცულობები ბევრი არ არის და გასული წლის მდგომარეობით, ოთხივე კომპანიის მიერ მოპოვებულმა ნავთობის მოცულობამ 46 ათასი ტონა შეადგინა. ბოლო 3-4 წელია მოპოვება ერთ დონეზეა და წელსაც იგივე მოცულობებს ველოდებით", - აცხადებს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



23.ივლისი.2018 21:00
10

"პრემიუმ რეზიდენსი": პროკურატურაში არავის დავუბარებივართ

ვრცლად
23.ივლისი.2018 20:00
21

"მთავრობა მოსახლეობას დაზოგვას არ უნდა აიძულებდეს"

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:45
328

რატომ შემოდის ირანული ცემენტი იაფად - ირანის სამრეწველო პალატის პასუხი

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:20
546

"ქართულ ბაზარს დააკლდება ხარისხიანი და იაფი პროდუქცია"

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:06
17

საგადასახადო სამართალდარღვევის 561 ფაქტი გამოვლინდა

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:00
194

"ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოღებით, გვექნება უხარისხო და ძვირი წარმოება"

ვრცლად