მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $34 მილიარდით გაიზარდა

5b3b5d14e5325
ლევან თაღიაშვილი
03.07.18 15:22
1458

კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია Coinmarketcap-ის ინფორმაციით, ბოლო 4 დღეში $34 მილიარდით გაიზარდა. ამჟამად ეს მონაცემი $269 160 741 223 მილიარდია. აღსანიშნავია, რომ კაპიტალიზაციამ პიკს წლის დასაწყისში, 7 იანვარს მიაღწია, როდესაც ის $831 მილიარდი იყო. მხოლოდ 6 თვეში ამ რიცხვმა 562 მილიარდით დაიკლო.

ბოლო სტატისტიკით ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის ფასი $6565-ია, ცოტა ხნის წინ ის $6000 ჩამოცდა, რაც 4 თვის მინიმუმი იყო. Etherium-ის ფასი $467-ია, Bitcoin Cash-ის 776, Ripple-ის შეძენა კი 49 ცენტად შეგიძლიათ.