მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტების ბაზრის მიმოხილვა

5976dab438699
შოთა დიღმელაშვილი
25.07.17 10:10
2200
კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია კვლავ იმატებს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის. მთელმა ბაზარმა კი 95 მილიარდიანი ნიშნული გადალახა. 2017 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია 18 მილიარდსაც ვერ აღწევდა. ივნისის შუაში კი 116 მილიარდს მიაღწია.

წლის დასაწყისში ბიტკოინს კრიპტოვალუტების ბაზრის 90%-ზე მეტი ეკავა, ახლა კი მისი საბაზრო წილი განახევრებულია. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ბიტკოინს ბაზარი არ გაუზრდია, საქმე იმაშია რომ სხვა კრიპტოვალუტებიც გამოჩნდნენ ბაზარზე. პირველი იანვრის მონაცემებით ბიტკოინს 87% ჰქონდა, ეთერიუმს თითქმის 4%, რიპლს კი ერთზე ცოტა მეტი. მარტისთვის ბიტკოინი 80%-ზე ქვევით ჩამოვიდა, აპრილში 60%-მდე დაეცა, - ივნისის მეორე ნახევარში, როცა ბიტკოინი 2500 დოლარი ღირდა, საბაზრო წილი დაახლოებით 37% იყო.

ამ დროს ეთერიუმმა თავისი 4% 30%-მდე გაზარდა, რიპლმა კი 11%-მდე. ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა კრიპტოვალუტა წნეხს განიცდიდა და საბაზრო კაპიტალიზაცია 62.5 მილიარდამდე დაეცა, თუმცა აღმასვლამ ბიტკოინს დომინანტობა კვლავ დაუბრუნა და ახლა მისი საბაზრო წილი 47.5 %-ზე მეტია, რაც თანხობრივად 45 მილიარდ დოლარზე მეტში გამოიხატება. თუმცა ეთერიუმი მას ღირსეულ ბრძოლას უწევს. დღეს ბიტკოინის ფასი 2750 დოლარს აჭარბებს, ეთერიუმის ფასი კი 227 დოლარამდე გაიზარდა.