მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტების ბაზარი ვარდნას განაგრძობს, ბიტკონი $3,500-ს უახლოვდება

5c0946b697235
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.18 20:10
2449
კრიპტოვალუტების ბაზარი ეცემა, მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი სწრაფად უფასურდება. მისი ღირებულება დღის განმავლობაში $3,520-საც ჩამოცდა, რის შემდეგაც ბიტკოინის კურსი მცირედით გაიზარდა.

კრიპტოვალუტების ბაზარზე პოზიტიური მოლოდინები არ შეიმჩნევა, ანალიტიკოსების ნაწილი 2019 წლის დასაწყისში ბიტკოინს $1,500-მდე შემცირებას უწინასწარმეტყველებს.

ბიტკოინის ფასი აგვისტოს დასაწყისიდან ნოემბრის პირველ ნახევრამდე უჩვეულო სტაბილურობას ინარჩუნებდა და $6,500-ის ფარგლებში მეორყეობდა, ნოემბრის მეორე ნახევარში კი, მისი ფასი მკვეთრად დაეცა. ასეთივე ვარდნა ჰქონდათ სხვა ვალუტებსაც მათ შორის რიპლსაც, რომლის ფასიც 30%-ით შემცირდა.

არსებული ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი ნოემბერში კრიპტოვალუტა ბიტკოინი ქეშის ორად გაყოფა იყო. ვალუტის დეველოპერებს შორის არსებული უთანხმოების გამო 15 ნოემბერს ბიტკოინ ქეშიორად გაიხლიჩა.

გასული ერთი წლის განმავლობაში ბიტკოინმა ღირებულების 80% დაკარგა.