მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში - გაჩნდნენ საკუთარი და სხვისი დამნაშავეები"

5c94ad7401549
ლიკა გურაბანიძე
22.03.19 13:39
739
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „კრიმინალი მოკალათებიულია თავად ხელისუფლებაში და კრიმინალის ზრდას საზოგადოებაში განმტკიცბული კრიმინალური მენტალიტეტიც უწყობს ხელს“ .

ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ კრიმონოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს სააკანონმდებლო ორგანოში სწორედ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

„ქვეყანაში დანაშუალი გაიზარდა. დღე არ გავა, რომ ბანკის და ადამიანების გაძარცვის შესახებ ამბავი არ გავიგოთ.

ამის გამომწვევი მიზეზი ისიც არის, რომ ქვეყანას სიღარიბის უკიდურეს ზღვარზეა მისული. დანაშაულის ზრდას რამდენი ფაქტორი განაპირობებს - ერთი მხრივ, ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან დაუსჯელობის შეგრძნება გაჩნდა, ხოლო ამის შემდეგ გაჩნდნენ საკუთარი და სხვისი დამნაშავეები.

საკუთარი დანაშაულის მიმართ ლოიალური მდგომარეობაა და კრიმინალის წახალისება და მხარდაჭერა ხდება იმის გამო, რომ ისინი სვხადასხვა მათ შორის საარჩევნო მიზნების გამოყენებისთვის სჭირდებათ.

კრიმინალი მოკალათებიულია თავად ხელისუფლებაში და კრიმინალის ზრდას საზოგადოებაში განმტკიცბული კრიმინალური მენტალიტეტიც უწყობს ხელს. როდესაც კრიმინალური გარჩევების მონაწილეები თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები არიან და სარდაფებში კრიმინალურ გარჩევებს აწყობენ, ხოლო იქ იბარებენ ბიზნესმენებს და ყოფილ მინისტრებსაც კი, როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება ეს პირველ რიგში ხელისუფლებაში გამეფებული კრიმინალური შეგნების ბრალია.

ერთ წელში ქურდობა 96%-ით გაიზარდა და ისეთი სახის დანაშაულები დაგვიბრუნდა, როგორიც შევარდნაძის დროს იყო - ქურდობა, მანქანების გატეხვა და ბინების გაძარცვა.

დღეს ხელისუფლება ფაქტობრივად კრიმინალთან ბროძლას ვერ აუდის, რადგან კრიმინალის წახალისებას ხელს თვითონ უწყობს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: მამუკა ბახტაძე ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. კითხვები, რომელიც ოპოზიციურ ფრაქციას მთავრობის მეთაურის მიმართ აქვს, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას ეხება.