მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოტე სულამანიძე: საგადასახდელო ბალანსი გამოსწორებულია, არანაირი პრობლემა არაა რომ კურსი ზევით წავიდეს

56ab3dae0ef96
BM.GE
29.01.16 14:20
1687
"საგადასახდელო ბალანსი გამოსწორებულია, არანაირი პრობლემა ამაში არ არსებობს, რომ კურსი ზევით წავიდეს", - აღნიშნულის შესახებ, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა, კოტე სულამანიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით, კომპეტენტური დასკვნის გასაკეთებლად, მეტი ინფორმაციის არსებობაა საჭირო.
 
"რთულია გარედან შეფასებით, კომპეტენტური დასკვნა დადო. მეტი ინფორმნაციაა საჭირო და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა ისაუბრო. თუმცა, როგორც ჩანს საგადასახდელო ბალანსი გამოსწორებულია, არანაირი პრობლემა ამაში არ არსებობს, რომ კურსი ზევით წავიდეს.

არის სპონტანური, შოკური მომენტები, აღელდება საზოგადოება და სფერო, - ამან შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ავარდნა და პანიკური მომენტი. თუმცა, როგორც აღვნიშნე საჭიროა ბევრი ინფორმაცია გვქონდეს, რომ ასეთი დასკვნები გავაკეთოთ", - განაცხადა კოტე სულამანიძემ.