20.აპრილი.2016 14:19
ეკონომიკა

კოტე მდინარაძე: კომპანიები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია

კოტე მდინარაძე: კომპანიები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის იანვარი-მარტის წინასწარ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 7%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტმა 443 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი კოტე მდინარაძე საუბრობს.
 
- ბატონო კოტე, კონკრეტულ აქტივობებზე თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელიც უკვე ახლო მომავალში სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ასახვას ჰპოვებს?

- ჩვენ უკვე დიდი ხანია სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე საერთაშორისო გამოფენების ორგანიზების კუთხით ვმუშაობთ. ჩვენ ვცდილობთ ამ კუთხით დივერსიფიცირება გავაკეთოთ ქართული პროდუქციის და ისეთ ბაზრებზე შევიდეთ, რომლებიც საკმაოდ მდგრადი და სტაბილურია. წელს თებერვალი-მარტის პერიოდში ორი გამოფენა გვქონდა. ერთი - საკვები პროდუქციის, ხოლო მეორე ფარმაცევტული გამოფენა.

- ბიზნესის მხრიდან რამდენად არის მზაობა და აქტივობა?

- ტენდენცია საკმაოდ მზარდია. კომპანიები მივიდნენ იმ დასკვნამდე და ხვდებიან, რომ ეს საერთაშორისო გამოფენებსა და სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობა მათი პროდუქციის ცნობადობის ასამაღლებლად და ახალი ურთიერთობების დასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

- დღეს ფინანსური წყაროების მოპოვება ერთადერთი საბანკო სექტორიდან არის შესაძლებელი. ალტერნატიულ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს და ეს ბიზნესის განვითარებას რამდენად უშლის ხელს?

- რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით, რომ დღეს დღეისობით მხოლოდ საბანკო სექტორია ერთადერთი წყარო, თუმცა ამ კუთხით, როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა გამოფენები, კამპანიები, სხვადასხვა მისიების კუთხით აქტიურად ვართ ჩართულები და კომპანიების მონაწილეობის გარკვეულ ნაწილს ვაფინანსებთ. პროცენტული მაჩვენებლები სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით სხვადასხვაა, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ დიდი შეღავათია კომპანიებისთვის.

- "აწარმოე საქართველოში" ძალიან კარგი პროგრამაა, თანადაფინანსების კომპონენტს ვგულისხმობ, თუმცა რეალობამ რა აჩვენა?

- სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში გვერდში უდგას კომპანიებს და დაფინანსების კუთხით ეხმარება. ეს გათვლა იქიდან გამომდინარე არის გაკეთებული, რომ ორი წლის შემდეგ კომპანია უკვე სიცოცხლისუნარიანია, რომ დამოუკიდებლად იარსებოს. ექსპორტის შემთხვევაში, თითოეულ ამ აქტივობებში მონაწილეობა, სავაჭრო მისიაზე მოხვედრა, მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრა, ეს იმავე პერიოდში შედეგს არ ნიშნავს. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და შესაძლოა კონტრაქტი 2-3 წლის შემდეგ გაფორმდეს. ამის ბევრი მაგალით არსებობს.

- რამდენად ხდება მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება?

- სამეწარმეო სულისკვეთების, ექსპორტის მზაობის კუთხით, მაქსიმალურად მნიშვნელოვანი კომპანიების ჩართულობაა. ამ კუთხით, ჩვენ უკვე წლებია ვმართავთ ექსპორტის მენეჯერების გადამზადების კურსს, სადაც პრაქტიკული ნაწილია და თითოეულ მენეჯერს საშუალება აქვს თავისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ფინანსების, მარკეტინგის, ლოგისტიკის, DCFTA-ის კუთხით თუ რა პრეფერენციები გვაქვს, როგორ ბაზარზე ღირს შესვლა და ა.შ. ამიტომ აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ერთი წელი საკმარისი არ არის, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალოს.



15.ნოემბერი.2018 13:30
57

10 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების 54% ტურისტია

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:18
44

“სოკარი” კომპანიის CSR სტრატეგიას წარადგენს

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:12
83

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:11
98

საარსებო მინიმუმი გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 11:39
73

2017 წელს, მშპ-ს რეალური ზრდა 4.8% იყო

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 09:12
373

"ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობას "გორგიას" დამფუძნებელი დაასრულებს - ფოტო

ვრცლად