მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოპენჰაგენის ერთ-ერთ სასტუმროში ოთახები მიკრობებისგან თავისით სუფთავდება

5c6eed97a0daa
ლევან თაღიაშვილი
21.02.19 22:24
3325
კოპენჰაგენში სასტუმრო Ottilia-ში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დიდი ხნის წინ დაიწყეს. თუ თქვენ ერთ ღამეში $2500-ს გადაიხდით, აღმოაჩენთ, რომ თქვენი ოთახი ყოველ დილით დეზინფექციას ავტომატურად, თავისით აკეთებს.

სასტუმრო დანიურ კომპანია ACT.Global-თან აქტიური თანამშრომლობის შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარ მომსახურებაში ნერგავს.

CleanCoat ტექნოლოგია მზის სხივების მოხვედრისას აქტიურდება და ზედაპირს, რომელზეც არის განთავსებული მიკრობებისგან წმენდს. 

დანიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ დადგინდა, რომ ანტიბაქტერიული შხეფები, რომელსაც ოთახი იყენებს, ანადგურებს ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა მაგალითად სალმონელა.

Ottilia-ს ოთახს ასევე შეუძლია ჰაერი გაათავისუფლოს სიგარეტის ან სხვა ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი გამონაბოლქვისგან.

"ამ სისტემას 2 წლის განმავლობაში ვტესტავდით. ვფიქრობთ, ეს ტექნოლოგია ჩვენს მომსახურე პერსონალს ცხოვრებას გაუმარტივებს. ახალი ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა მან საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა ჩვენი პერსონალის თითქმის ნახევარი. ეს სამუშაო პროცესს ამარტივებს, თანაც წყლის რესურსს გვიზოგავს." - აცხადებს Ottilia-ს მფლობელი კარიმ ნელსენი