09.დეკემბერი.2015 18:10
ბიზნესი

კონკურენციის სააგენტო: ხსნადი და ნალექიანი ყავის ბაზრებზე კონკურენტული გარემო დამაკმაყოფილებელია

კონკურენციის სააგენტო:  ხსნადი და ნალექიანი ყავის ბაზრებზე კონკურენტული გარემო დამაკმაყოფილებელია
2014 წლის ნოემბრიდან, სსიპ კონკურენციის სააგენტომ, საკუთარი ინიციატივით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენისა და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, დაიწყო ყავის სასაქონლო ბაზრის შესწავლა (მონიტორინგი).
 
როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, სააგენტოს მიერ ყავის სასაქონლო ბაზარზე განხორციელებული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა ამ ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა, ბაზრების მოცულობის განსაზღვრა, არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება.
კონკურენციის სააგენტომ, მონიტორინგის პროცესში, პირდაპირი და ელექტრონული ანკეტირების გზით, განახორციელა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ყავის 500-მდე მომხმარებლის და ყავის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების გამოკითხვა.

მონიტორინგის ფარგლებში ასევე განხორციელდა ყავის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვა, საქართველოს ყავის ბაზრის კონკურენტული გარემოს დახასიათება, ბაზარზე არსებული ძირითადი პრობლემებისა და ტენდენციების გამოკვეთა, კერძოდ: პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზრის იდენტიფიცირება; ბაზარზე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; ბაზარზე არსებული კონცენტრაციის დონისა და სხვა მაჩვენებლების შეფასება; ბაზრებზე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.

„შემოსული მასალების ანალიზის, მიღებული კონსულტაციებისა და გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ ხსნადი და ნალექიანი ყავის სახეობები არ წარმოადგენენ ურთიერთჩანაცვლებად პროდუქციას. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა ყავის ორი ძირითადი ბაზარი - ნალექიანი და ხსნადი ყავის ბაზრები. ამასთან, აღნიშნული ბაზრების გეოგრაფიულ საზღვრად დადგინდა საქართველოს ტერიტორია.

ქვეყანაში ყავის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების და ძირითადი ტენდენციების გამოკვეთის მიზნით, სააგენტოს ხელთარსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია) შესწავლილ იქნა, ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე 2008 წლიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით არსებული მდგომარეობა. მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის ანალიზმა ნათლად წარმოაჩინა, რომ 2008 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ქვეყნის ყავის (ხსნადი/ ნალექიანი) სასაქონლო ბაზრებზე დამაკმაყოფილებელი კონკურენტული გარემო იყო და ბაზარიც დაბალ (ნალექიანი), ან ზომიერად (ხსნადი) კონცენტრირებული იყო.

ამასთან, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასებისა და მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნატის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები წარუდგინა. რეკომენდაციები შეეხება ყავის პროდუქციის ფიტოსანიტარულ კონტროლს, მასში კონცენტრანტების შემცველობის მონიტორინგისა და პროდუქციის ეტიკეტირების წესის დაცვის საკითხებს“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოში.

კონკურენციის სააგენტო საკუთარ განხადებაში დეტალურად განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ყავის ბაზრის მონიტორინგი ზორციელდება. კერძოდ, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყავაზე მოთხოვნა საქართველოში, საზღვარგარეთის სახელმწიფოების ანალოგიურად მაღალია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით (თითქმის 450 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა ყოველ წელს, ხოლო ყოველდღიურად 1.5 მილიარდი) მასზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ნავთობის შემდეგ ის ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქტადაა მიჩნეული. ამასთან, ამერიკის მასშტაბით, საკვები პროდუქტების ბაზარზე, წყლისა და სოდიანი სასმელების შემდეგ, მას უკავია მე-3 პოზიცია (მე-4 ლუდია და მე-5 რძე).
„ამასთან, საკითხის აქტუალობის კუთხით გააზრებისას, მხედველობაში იქნა მიღებული ამ ბაზრის ცალკეულ სუბიექტთა მიერ წინა წლებში გაკეთებული განცხადებები, ამ ბაზრიდან გასვლის მიზეზებთან დაკავშირებით (ბიზეს ჯგუფ ,,ლაქშარ გრუპი“-ს წარმომადგენელის (წყარო: ,,netgazeti.ge“) – „საქართველოში ყავის ბაზარზე დემპინგური ფასი და არაჯანსაღი კონკურენციაა, რის გამოც მათ ყავის ბიზნესი შეაჩერეს“).“, - განმარტავენ სააგენტოში.



11.დეკემბერი.2018 20:00
73

„ბადაგონი“: საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღვინო ჩვენ გავიტანეთ

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:59
130

გიორგი ქობულია: „ინვესტორებთან მუშაობა ცოტა სხვა დონეზე უნდა „ავწიოთ“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:30
102

BP საქართველოს ტოპ ინვესტორია - რა პროექტი განახორციელა კომპანიამ 2018 წელს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 17:23
1088

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 12:37
45

თაბორის ქედზე, გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 12:34
995

12 სადაზღვევო კომპანია "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართავს

ვრცლად