მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქრძე" ევროპის მერძევეთა ასოციაციის წევრი გახდა

BM.GE
27.11.18 10:18
1275
“საქრძე” ევროპის მერძევეთა ასოციაციის წევრი გახდა. ,,საქრძეს“ გენერალური მენეჯერი განმარტავს, რომ ევროპის მერძევეთა ასოციაციის წევრობა საქართველოში დარგის განვითარებას, გაძლიერებას და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას შეუწყობს ხელს. კახაბერ კონიაშვილის თქმით, “საქრძე” სამომავლოდ ევროპული სტანდარტის ლაბორატორიის გახსნას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში რძისა და რძის პროდუქტების ხარისხს გააკონტროლებს. როგორც კახეთი ნიუსთან კახაბერ კონიაშვილი აღნიშნავს, დღეს ბაზარზე კარგი და ხარისხიანი რძის დეფიციტია, ასევე ყველის შავი ბაზარია, სურსათს უვნებლობის და კონტროლის დიდი პრობლემაა და სხვა. აღნიშნული ასოციაციის დახმარებით კი შესაძლებელი გახდება მოწინავე ტექნოლოგიების დანეგვა და ცოდნის წამოღება.