მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებს სარჩელს ბოტი იურისტი მოუმზადებს

5b11abea21c30
ელენე გოგბერაშვილი
02.06.18 10:00
2234

ლობოტი-პირველი ქართველი იურისტი ბოტია, რომელიც ბაზარზე 6 თვის წინ გამოჩნდა. ინოვაციური ტექნოლოგიის შემქმნელი კომპანია CC Legal & Advisory-ია. ამ ეტაპზე ლობოტს ერთი სერვისის ფუნქცია აქვს და მომხმარებლებს თბილისის ფარგლებში ევაკუაციის პარკირების ჯარიმებისთვის საჩივრის მომზადებაში ეხმარება.

როგორც CC Legal & Advisory-ის მთავარი იურისტი, კოკა ჭედია BM.GE-თან აცხადებს, პროექტის მიხედვით ბოტს 12 ახალი სერვისი დაემატება, მათ შორის ის ყველა სახის პარკირების ჯარიმის გასაჩივრებას შეძლებს და დაემატება ასევე საგზაო მოძრაობის რამდენიმე წესის დარღვევასთან დაკავშირებული ჯარიმების გასაჩივრების ფუნქციაც, რომლითაც სარგებლობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს. როგორც ჭედია ამბობს,  ბოტს დაემატება ასევე კორპორატიული სერვისებიც, რაც მხოლოდ კომპანიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ისინი ბოტის დახმარებით სასამართლოსთვის სარჩელების მომზადებას შეძლებენ.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ  რამდენიმე პერსონალური სერვისი იყოს უფასო, მაგრამ ყველა უფასო არ იქნება. საფასური განისაზღვრება ჯარიმების ოდენობის 20%-ის ოდენობით. მაგალითად, თუ 10 ლარიანი ჯარიმა მიიღეთ, 2 ლარად მომხმარებელი შეძლებს საჩივრების მომზადებას. კორპორატიული სერვისებისთვის გვექნება ერთი პაკეტი”-განმარტავს კომპანიის მთავარი იურისტი.

მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში ფეისბუქ ლაივის მეშვეობით ბოტს უკვე ელაპარაკა 2 000-მდე ადამიანი. ამ პერიოდში ბოტმა 300-მდე საჩივარი მოამზადა.


,,ჩვენ ამ ბოტის საშუალებით ვერ ვხედავთ სარჩელის შეტანის შემდეგ რა მოხდა, თუმცა რამდენიმე მომხმარებელს დავუკავშირდით, რომ გაგვეგო გაასაჩივრეს თუ არა პარკირების ჯარიმები. 30 მომხმარებელიდან 5-მა ბოტის მომზადებული საჩივრით უკვე მიმართა სასამართლოს"-აცხადებს კომპანიის მთავარი იურისტი.