25.ნოემბერი.2015 11:47
მსოფლიო

კომპანიები, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებით, ყველაზე მეტად იზარალებენ

კომპანიები, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებით, ყველაზე მეტად იზარალებენ
თურქეთის მიერ, სირიის საზღვარზე, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას ორი ქვეყნის საფონდო ბირჟების ინდექსის დაცემა და ვალუტების გაუფასურება მოჰყვა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭება გავლენას იქონიებს ადგილობრივ კომპანიებზეც. გამოცემა ბლუმბერგი იმ 7 კომპანიის სიას აქვეყნებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობების შედეგად, ყველაზე მეტად იზარალებს.

კომპანია "გაზპრომის" აქციების ფასი მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, 24 ნოემბერს 4,2 პროცენტით შემცირდა. თურქეთი რუსული გაზის უმსვილესი იმპორტიორი ქვეყანაა, გაზპრომის ბუნებრივი აირის ექსპორტის უდიდესი წილი სწორედ თურქეთზე მოდის, ქვეყანა საკუთარი გაზმომარაგების ნახევარს სწორედ გაზპრომის მეშვეობით ახორციელებს.

"როსნეფტის" და "ლუკოილის" აქციების ფასი სამშაბათს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, 2,9 პროცენტით შემცირდა. ბლუმბერგის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთსა და თურქეთს შორის, გაფუჭებული ურთიერთობა ნეგატიურად აისახება ნავთობის მწარმოებელ კომპანიებზეც.

1,6 პროცენტით შემცირდა კომპანია Magnitogorsk Iron & Steel OJSC-აქციების ფასი, მას შემდეგ რაც თურქეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. 2007 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფოლადის ბაზარმა თურქულ ქარხნებში, 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

Turkish Airlines-ის აქციების ფასი 2013 წლის შემდეგ მიმდინარე კვირაში ყველაზე მეტად შემცირდა. კომპანია რუსეთის უმსხილესი უცხოური გადამზიდავია, რომელმაც 2015 წელს საკუთარი რეისები რუსეთის მიმართულებით 16 პროცენტით გაზარდა. მომავალ წელს კი კომპანია რუსეთის მიმართულებებით რეისების გაზრდას გეგმავს, თუმცა ბლუმბერგის ანალიტიკოსების აზრით, კომპანიას შესაძლოა, საკუთარი გეგმების გადახედვა მოუწიოს.

4 პროცენტით შემცირდა "სბერბანკის" აქციების ფასი. თურქეთის ბაზარზე საკუთარი აქტივების 5 პროცენტი აქვს განთავსებული კომპანია იანდექსს (Yandex), რომლის აქციების ფასიც ოთხშაბათს დილით, 3,4 პროცენტით შემცირდა.





21.სექტემბერი.2018 13:01
28

Google ავტომობილებში ანდროიდის ოპერაციულ სისტემას დაამონტაჟებს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 12:40
36

ტრამპმა OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირებისკენ მოუწოდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 21:00
151

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:18
46

ვენესუელა ნავთობის მოპოვების ორჯერ გაზრდას გეგმავს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:38
117

აშშ-ში დაოჯახებული მამაკაცები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე დაუოჯახებლები

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 18:55
287

H&M-ის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

ვრცლად