მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

5ba22a118b386
ელენე გოგბერაშვილი
19.09.18 15:41
1505

სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე გამკაცრებული სანქციები  მარტიდან შევიდა ძალაში, რაც  პირველივე დარღვევაზე კომპანიის 3000 ლარის ნაცვლად 30 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის თბილისის მერიამ  30 000 ლარით 26 კომპანია დააჯარიმა.  როგორც BM.GE-ს  თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ჯარიმები 24 აპრილიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოიწერა. 

დაჯარიმებულთა სიაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა: „საბურთალო პალასი“, „ტეტრისი“, „აქსისი პალასი 2“, „აქსისი პალასი“, „ვერა ისთეითი“, „ჯი-ბი-ჯი“, „ალი სალეჰ ა. ალ დეღაითერი“, „გარანტი“, „მეგობრობა“, „დიდუბის 3 შესახვევი #27“, „ვაზისუბანი“,“ახალი თბილისი 2015“, „ახალშენი 2009“, „კომპაქტს დეველოპმენტი +“, „გრინლაიფ-Greenlife”,”ამხანაგობა სასკო ავლაბარი“, „ ჯდჯ პალასი“, „ხიმინჯი 2012“, „ეიმ ბილდნგ სითი“, „ვერტიკალ +“, „სითი რეალ ისთეით“, „ ორექსუს ქონსთრაქშენი“, „აპ დეველოპმენტი“ და „დელუქს ისანი“.