მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიამ - "Ku biki" საბავშვო ავეჯის დამზადება დაიწყო

5c7149a68a1a0
მაია ბიწაძე
23.02.19 22:03
5323
კომპანია ,,Ku biki“ ახალ მიმართულებას ითვისებს.

კომპანიამ საბავშვო ავეჯის წარმოება დაიწყო, რომლის რამდენიმე ნიმუში უკვე შექმნა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა; მალე კი, ამ პროდუქტს ექსპორტზეც გაიტანს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ Bm.ge-ის განუცხადა, ამ მიზნით, მოლაპარაკებებს ბულგარულ კომპანიასთან აწარმოებენ, რომლის დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავი შიკავა.

„ჩვენ უკვე გამოვუშვით სასტარტო ნიმუში, რომელიც გაიყიდა. ეს არის ბავშვის ასაწყობი საწოლი, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს და სხვადასხვა პოზიციაში დგება. სულ რამდენიმე დავამზადეთ სატესტოდ და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო ის. შესაბამისად, მეორე ხაზის აწყობა უკვე დავიწყეთ, სადაც მხოლოდ საბავშვო ავეჯი დამზადდება. მალე ქართული ხის საბავშვო საწოლები ევროპაშიც გაიყიდება“, - განაცხადა დავით კაციტაძემ.