მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია, რომელიც მცხეთის გენერალურ გეგმას კიდევ ერთხელ დაწერს

59e3241c3aef3
BM.GE
15.10.17 14:00
1344
მცხეთის ქალაქის განვითარების გეგმაზე ისევ დაწუნებული პროექტის ავტორი კომპანია ’’ სალი 2011“ მუშაობს, - გენგეგმის დეტალებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ მცხეთის საკრებულოს წევრი, ურბანული განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე რევაზ მამულაშვილი საუბრობს.

-ბატონო რევაზ, რატომ დაიწუნა „იუნესკომ„ და საკრებულომ მცხეთის გენგეგმა, რომელიც წარმოდგენილი იყო და ემთხვეოდა თუ არა მათი პოზიციები?

-პროცესი სამი წლის წინ დაიწყო. ჩვენი მიდგომა თავიდანვე იყო, რომ პროცესი საჯარო და ღია ყოფილიყო. სამწუხაროდ ’’სალი 2011“-მა რომელმაც კონკრეტული გეგმის შედგენა დაიწყო, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და თავისი ქმედებებიდან გამომდინარე ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი იყო. ჩვენ თანამშრომლობაზე არა ერთხელ გადავდგით ნაბიჯი. ეს მეორე ეტაპის შემუშავებას ეხებოდა. იყო პიროვნული დაპირებები და რა თქმა აუნდა, საკრებულო და მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვებოდა. შესაბამისად, ეს ჩაურთველობა და იზოლაცია შედეგზე აისახა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნა კონკრეტული მშენებლობა არ არის, ეს შემოქმედებითი სამუშაოა. შემოქმედებით სამუშაოს ვინ როგორ მიუდგება, მრავალწახნაგოვანი და ღია უნდა იყოს. დახურულ სისტემაში კი აღმოჩნდა, რომ გეგმა რაღაც კონკრეტულ ხედვებს ითვალისწინებდა.

-რა იყო მთავარი შენიშვნები?

-იუნესკოს მთავარი შენიშვნა ის იყო, რომ დოკუმენტი მთავარ კითხვას - თუ რა ჭირდება ქალაქს არ პასუხობდა. გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც პირდაპირ უნდა მიგვითითოს ათი წლის შემდეგ სად ვიქნებით, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, რა არის ძეგლის დასაცავად და ქალაქის გასავითარებლად საჭირო და ა.შ. ეს კი ფაქტობრივად აკრძალვის დოკუმენტი იყო, რომელიც იუნესკოს შეფასებით საჯარო უნდა ყოფილიყო. თავად იუნესკოს რეკომენდაციებიდან და ბოლო შეფასებიდან გამომდინარე პირდაპირ თქვა იუნესკომ, რომ აღნიშნული დოკუმენტი დამაკმაყოფილებელი არ არის და არც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ისეთი დოკუმენტი, რომელიც მთავარ კითხვას არ პასუხობს, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და დამაკმაყოფილებელი არ არის, საკრებულოს სხდომაზეც არაერთგზის განვაცხადეთ ამის შესახებ და ბოლოს დოკუმენტი დავიწუნეთ.

-ურბანული დაგეგმარების ჯგუფში რა ხდება დღეს, ’’სალი 2011“ შენიშვნების გამოსწორებაზე თუ მუშაობს?

-საკრებულომ გამოვთქვით მზაობა პროცესის გასაგრძელებლად. აგვისტოს ბოლოს ვიმსჯელეთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და 15 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო სრულიად რეალიზება გენერალური გეგმის, მაგრამ ადგილობრივი არჩევნებია მოახლოებული და მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, ვადამ გადაიწია, ახალი საკრებულოს შემადგენლობას ველოდებით.

-პასუხისმგებლობას ამაზე ვინ იღებს, რომ დრო და თანხები დაკარგულია?

-როდესაც სამუშაო უხარისხოდ არის შესრულებული, ეს უკვე "სალი 2011“-ის ვალდებულებაა. საქმე რომ ბოლომდე არ არის მიყვანილი და უხარისხოდ შესრულდა, რა თქმა უნდა, კონკრეტული ვალდებულებები უნდა გაიწეროს. ხელშეკრულების პირობებია გადასახედი და აქედან გამომდინარე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები. მე იურისტი არ ვარ და ეს იურიდიული სამსახურის პრეროგატივაა, რა მიმართულებით და რა დავით შეიძლება საქმე განვითარდეს. ჩვენი ქალაქის პირობებში 160 000 თაროზე შემოსადები თემა ნამდვილად არ არის. იუნესკოს ტექნიკური დახმარების დელეგაცია ჩამობრძანდა და იუნესკოს ცნობით, აქტიურად ჩაერთვება პროცესში, ასევე ტენდერის შერჩევაში და ტენდერის შემდეგ, როდესაც გენგეგმის განხორციელება დაიწყება, მის მონიტორინგს განვახორციელებთ. დღეს უკვე საარჩევნო რეჟიმში ვართ საკრებულოს წევრები და მოსახლეობის გადასაწყვეტია საკრებულოში ვინ მოხვდება, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს თემა ისევ მოსახლეობის გვერდში დგომით გაგრძელდება. ჩვენი ჯგუფი საკრებულოს წევრებისგან არის დაკომპლექტებული და მოწვეული წევრების სახით მოსახლეობა და ექსპერტები გვყავდა და სამწუხაროდ ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწიეთ, რომ დაინტერესებულ პირებთან ერთად მრგვალ მაგიდასთან დავმსხდარიყავით. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა საკრებულოს ფორმატში, რომელსაც კომპანიის წევრებიც დაესწრნენ. მათი მხრიდან სულ დაპირებები იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ გასული წლის ზაფხულის განმავლობაში აქტიურად უნდა გვემუშავა დახვეწილი დოკუმენტის მისაღებად. ჩვენდა სამწუხაროდ, იგნორირებამ ზუსტად ამ შედეგამდე მოგვიყვანა. იუნესკოს ჩართულობა და დასკვნა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების იყოს.