მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია კულა ბიოწარმოებაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს

59707b571c5f3
ელენე გოგბერაშვილი
20.07.17 13:41
2321
კომპანია "კულა" ბიო პროდუქტების წარმოებაზე გადადის და ახალ საწარმოს ახალციხეში ხსნის. როგორც "კულას’’ ხელმძღვანელი "საქმის კურსთან’’ ამბობს, საწარმო ბიოლოგიურად სუფთა ხილსა და ბოსტნეულს გადაამუშავებს. ვანო გოგლიძის თქმით, საწარმოს მშენებლობა მომავალი თვიდან დაიწყება და პროექტის მიხედვით ახალი ქარხანა ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლოს უნდა შევიდეს. ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონი დოლარია.

"საწარმო ორიენტირებული იქნება მხოლოდ ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ხილზე. ამ რეგიონში არ იწამლება ბაღები და არის ეკოლოგიურად სუფთა ზონა საქართველოში. ჩვენ გვინდა ახალი ხაზით წავიდეთ და 2018 წლის ბოლოს ან 2018 წლის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდეს კულას ბიოპროდუქტები, რომელიც იქნება წარმოებული შეუწამლავი ხილისგან და ბოსტნეულისგან’’-აცხადებს ვანო გოგლიძე.