17.თებერვალი.2016 09:52
ბიზნესი

კომპანია GPC-ი მედიკამენტების წარმოებას იწყებს

კომპანია GPC-ი მედიკამენტების წარმოებას იწყებს
კომპანია GPC-ი მედიკამენტების წარმოებას იწყებს. როგორც GPC-ის გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, წლის ბოლომდე სააფთიაქო ქსელში კომპანიის წარმოებული რამდენიმე პროდუქტი გამოჩნდება. დავით კილაძის თქმით, ფარმაცევტული საწარმოს პროექტი წინ მიიწევს და ქარხანა უკვე მზად არის ლიცენზირების პროცესი დაიწყოს.
 
"წლის ბოლომდე ბაზარს რამდენიმე პროდუქტს შევთავაზებთ. პირველ ეტაპზე ეს იქნება შეფუთვის საწარმო, ხოლო შემდგომ ვფიქრობთ, რომ ბიოტექნოლოგიური პრეპარატები ვაწარმოოთ", - აცახდებს დავით კილაძე.

GPC-ის გენერალური დირექტორის თქმით, ფარმაცევტული საწარმოს შექმნის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი ევროა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



28.მაისი.2018 11:00
727

20 მილიონიანი ყავის საწარმო თბილისში, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიხსნება

ვრცლად
28.მაისი.2018 09:30
374

ყვარელში დაყენებული საოჯახო მარნის ღვინო ბერლინში გაიყიდება

ვრცლად
27.მაისი.2018 16:00
146

ქართული მიკრომწვანილი ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
27.მაისი.2018 14:37
85

„ჩააქსოვე“- ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე

ვრცლად
27.მაისი.2018 11:20
324

ქუთაისის თიზის მიმართ ჩინური კომპანიების ინტერესი იზრდება

ვრცლად
27.მაისი.2018 10:33
1032

TAV: "თბილისის აეროპორტი კიდევ გაფართოვდება"

ვრცლად