12.ნოემბერი.2015 14:11
მსოფლიო

კომპანია ალიბაბამ 12 საათში რეკორდული, 9 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა

კომპანია ალიბაბამ 12 საათში რეკორდული, 9 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა
კომპანია ალიბაბამ, ჩინეთში გლობალური ონლაინ გაყიდვების გამოცხადების შემდეგ, ისტორიაში პირველად, 12 საათის განმავლობაში, 9 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქცია გაყიდა და შესაბამისად წინა წლის რეკორდიც მოხსნა. ვაჭრობის პირველი 12 წუთის განმავლობაში, შემოსავალმა 1,57 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, იმავე მაჩვენებელმა 38 წუთის შემდეგ მიაღწია. როგორც ალიბაბას გენერალურმა დირექტორმა ჯეკ მამ განაცხადა, ჩინეთში მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

შეგახსენებთ, რომ ალიბაბა სპეციალიზირებულია ელექტრონულ კომერციებზე და დაფუძნებულია 1999 წელს. რაც შეეხება მიმდინარე წლის კაპიტალიზაციას, დაახლოებით 223 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ავტორი: საქმიანი დილა


21.აპრილი.2018 13:20
16

“თელეთის სენე“ აგროკომპლექსად ყალიბდება

ვრცლად
21.აპრილი.2018 13:11
76

გარდაბნის თბოსადგურის ტურბინების შეკეთებაზე 37 მილიონი დაიხარჯება

ვრცლად
21.აპრილი.2018 12:20
42

შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული ობიექტების უმრავლესობა დედაქალაქშია

ვრცლად
21.აპრილი.2018 11:42
76

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ჟოლოს ბაღი გაშენდა

ვრცლად
21.აპრილი.2018 11:35
39

გლდანის აგრარულ ბაზრებში საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

ვრცლად
21.აპრილი.2018 11:05
95

“თელეთი სენე” თხის ფერმას ააშენებს

ვრცლად