16.მაისი.2018 19:25
ეკონომიკა

კომიტეტმა საქსტატის ანგარიშს მხარი არ დაუჭირა

კომიტეტმა საქსტატის ანგარიშს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოზადებულად არ ჩათვალა აქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში და შესაბამისად, მოგვიანებით გამართული კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა მის ცნობად მიღების საკითხს.

კომიტეტის წინაშე ანგარიში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა საქსტატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ, წარმოადგინა საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები, დეტალურად განიხილა გასული წლის განმავლობაში საქსტატის მიერ გაწეული საქმიანობა, რის შემდეგაც უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული კომიტეტის მიერ წინა მოსმენისას მიცემული რეკომენდაციები. მათ შორის ანგარიშში არ არის გამოკვეთილი ქვეყანაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება, „მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო თვითდასაქმებულების შეფასების არსებული ინდიკატორები. მე მგონია, რომ ეს დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემაა, ამდენად მე მივესალმებოდი, რომ ეს თქვენს ანგარიშში ყოფილიყო დაფიქსირებული. სანამ ვიქნებით იმ რეალობაში, რომ 12%-იანი უმუშევრობა გვაქვს, სწორად ვერ დავიგეგმებით. მახსოვს, როდის შეიცვალა ეს ინდიკატორები, რომელი ხელისუფლების დროს და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა არგუმენტი გასაგებია, მაგრამ მაინც მგონია, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ რეალობა დავინახოთ ისეთი როგორიც არის, რომ სწორად დავიგეგმოთ. ამიტომ მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენს ანგარიშს, თქვენს სამსახურს ზოგადად და ამდენად მგონია, რომ ამ ნაწილის არარსებობა თქვენს ანგარიშში დღეისათვის არის ძალიან კრიტიკული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თითქმის ხელის გულზე დევს ჩვენი აცდენა ამ რეალობისგან. მაშინ, როდესაც უმუშევრობა, ბიზნესის განვითარება და ამ ყველაფრის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, ეს ქვეყანას აცდენს არსებული რეალობისგან. მთავრობა რომ ნორმალურად დაიგეგმოს, ინფორმაცია უნდა იყოს სწორი.

ასეთი ინფორმაციის არ არსებობა არის თქვენი ანგარიშის ნაკლოვანება, მიუხედავად დიდი პატივისცემისა თქვენს მიმართ და თქვენი გაწეული სამუშაოს მიმართ, ანგარიშს დადებით შეფასებას ვერ მივცემ “, - განაცხადა რომან კაკულიამ.



16.იანვარი.2019 22:00
2636

15 მლნ ევროს ინვესტიცია - საგურამოში ფინური სკოლა მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:45
101

EMC: “მწვანე კონცხის განაშენიანების შესახებ დადგენილება რომ უკანონოა, სახალხო დამცველიც იზიარებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:41
129

შალვა ალავერდაშვილი: „მინისტრმა ტურიზმის სექტორის გულისტკივილი მოისმინა და ჩაიწერა“

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:35
68

„საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს“

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:00
61

კობა გვენეტაძე Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:00
397

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიიღო

ვრცლად