მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისიამ საკაბელოებს დარღვევების აღმოფხვრა დაავალა

5aabd0cb64970
თამუნა დემეტრაშვილი
16.03.18 19:00
1103
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 12 საკაბელო ტელევიზია სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა მათ წინააღმდეგ სანქციები არ გამოუყენებია. ყველა მათგანს დარღვევების აღმოსაფხვრელად ორ კვირიანი ვადა მიეცა. საუბარია ტელევიზიების სამაუწყებლო ბადეში იმ არხების რეტრანსლირებაზე, რისი უფლებაც ე.წ. საკაბელოებს არ ჰქონდათ. კომპანიებს დარღვევები ჰქონდათ, როგორც უცხოური, ისე ქართული არხების რეტრანსლიაციისას. კომისიის დავალებით საკაბელო ტელევიზიებმა ან ჩვენების უფლება ოფიციალურად უნდა მოიპოვონ, ან არხები სამაუწყებლო პაკეტიდან საერთოდ ამოიღონ და გათიშონ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა საკაბელო ტელევიზიების მიმართ მარეგულირებელი სანქციებს აამოქმედებს. მიმდინარე წელს კომისიამ უკვე 4 ოპერატორი სცნო სამართალდამრღვევად, მათ შორის ერთ-ერთს -,,სუპერ ტვ-ს“ 30 ათას ლარიანი ჯარიმაც დააკისრა.