მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისია ტელეარხების გათიშვას ეხმიანება

59e5cddbbb064
BM.GE
17.10.17 13:28
879
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ნაწილის მიერ გარკვეული სამაუწყებლო არხების გათიშვის შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკუთარი პოზიცია დაინტერესებულ პირებს წერილობით უკვე აცნობა. საკითხის მიმართ საზოგადოების ფართო წრის ინტერესიდან გამომდინარე, კომისია ასაჯაროებს წერილს, გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.

"დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის თაობაზე“ კომისიის 2006 წლის N17 დადგენილების 109 მუხლისმე-8 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშო დღით ადრე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროებში ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას ზედამხედველობს და კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას ახორციელებს", - განმარტავენ კომისიაში.