მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული გაზის ტარიფის გაზრდაზე სემეკ-ი კომენტარს აკეთებს

5b76856a8dbd4
თელარა გელანტია
17.08.18 12:19
756
„მიწოდების ფასი ამ სექტორში თავად მიმწოდებელი კომპანიების მიერ განისაზღვრება“, - ასე ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისში კომერციულ სექტორისთვის ბურნებრივ აისზე საფასურის გაზრდას.

როგორც bm.ge-ს სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, ამ შემთხვევაში ფასს თვითონ კომპანია ადგენს, თუმცა სემეკ-ი აღნიშულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო.

“ფასის შეთანხმება საჭირო არაა; მიწოდების ფასს ისინი თვითონ გასაზღვრავენ და ამ ნაწილში სემეკ-ი არ მონაწილეობს , თუმცა კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, იყო”, - აცხადებს ფანგანი.

შეგახსენებთ: „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილება ძალაში 16 სექტემბრიდან შევა და გაზის ტარიფი 15 ათასი კომერციული აბონენტისთვის ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80,5 მეათედი იქნება.