მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების აქტივები იზრდება

5baa5198b343d
BM.GE
25.09.18 19:16
610
პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 3.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.0 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი სექტემბრისათვის 37.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.6 პროცენტია.