მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი 14 აპრილს დასრულდება

5ab3ca5acb8a6
ელენე გოგბერაშვილი
23.03.18 09:30
1031
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხდებით, კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი 14 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ მინისტრმა, "მცირე და საშუალო ბიზნესი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან’’ შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად, როცა გადაწყდა კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნა. მისი თქმით, კომერციული ატაშეების შერჩევის პროცესი უკვე მიმდინარეობს, რომელი პროცესიც 14 აპრილს დასრულდება.

"14 აპრილს მთავრდება კონკურსი. იმედი მაქვს, რომ იმ 6 ქვეყანაში, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ კომერციული ატაშეების მიმართულებით, საუკეთესო კანდიდატებს შევარჩევთ, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით და განავითარებენ მნიშვნელოვან კავშირებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომერციული ატაშეები თავდაპირველად 6 ქვეყანაში დაინიშნებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში - აშშ, გერმანიის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.