05.მაისი.2016 11:47
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები შემცირდა

კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები შემცირდა
2015 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში დაფიქსირდა 2,697 პრეტენზია, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, შემოსული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან მხოლოდ 28% იქნა მიჩნეული საფუძვლიანად ბანკების მიერ და მათი გადაწყვეტა მოხდა მომხმარებლების სასარგებლოდ.

აღნიშნული მაჩვენებელიც 5%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.

2015 წლამდე დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მონაცემი პირველად შემცირდა.
შემცირებულია ასევე საფუძვლიანი პრეტენზიების რაოდენობაც.

"5%-იანი კლების განაკვეთი, ერთი მხრივ, შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ ბანკებს მომხმარებელთა მომსახურებაში წარმოშობილ ხარვეზებზე ზრუნვა უნდა გაეძლიერებინათ. თუმცა, სებ-ის დაკვირვებით, უფრო სავარაუდოა, რომ აღნიშნული 109 კლება გამოწვეული იყოს ბანკებში პრეტენზიის დაფიქსირებასთან დაკავშირებული ხარვეზებით, რასაც „მისტიური მყიდველის“ კვლევის შედეგებიც ადასტურებს", - ნათქვამია ანგარიშში.

პრეტენზიების პირველი სამეული უცვლელია წლების განმავლობაში:

1) საკრედიტო ბარათი
2) მიმდინარე ანგარიშები
3) მომენტალური განვადება

საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული საჩივრების წილი 2011 წლის ივნისიდან 2015 წლამდე 42%-დან 15%-მდე შემცირდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშებზე ამავე პერიოდში შემოსული პრეტენზიების წილი 19%-დან 25%-მდე გაიზარდა. ამასთან, 10%-დან 15%-მდე მზარდია მომენტალურ განვადებებზე შემოსული პრეტენზიების წილობრივი მაჩვენებელი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.

"მოცემული სტატისტიკა გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მომხმარებლების პრეტენზიები ხშირად განპირობებულია პროდუქტების და მათთან დაკავშირებული გადასახდელების აღქმის სირთულეებთან", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 



16.თებერვალი.2019 20:10
1190

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1319

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1453

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1553

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1900

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
935

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად