მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომაროვის სკოლის 4 მოსწავლე აშშ-ში სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს

5c487410aa70f
ანნა ლაპიაშვილი
23.01.19 18:02
3596

კომაროვის სკოლის ინფორმაციით, გიორგი ჩუბინიძე ( University of Pennsylvania), გიორგი კლდიაშვილი ( Massachusetts Institute of Technology), ლექსო ბორაშვილი ( Lafayette College) და ლუკა მდივანი (Duke Kunshan University)  სწავლას აშშ-ის უნივერსტეტებში გააგრძელებენ.

ოთხივე მათგანმა სწავლისთვის სრული დაფინანსება შესაბამისი უნივერსიტეტებიდან მიიღო.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვითვე, მათი ჩარიცხვა ე.წ. ნაადრევი გადაწყვეტილებით (Early Decision) მოხდა.

ოთხივე მათგანი შეერთებულ შტატებში სასწავლებლად მიმდინარე წლის სექტემბერში გაემგზავრებიან.