მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძემ ყაზახეთის ფინანსისტთა საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

5bee9d4da98cb
BM.GE
16.11.18 14:33
452
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 14-15 ნოემბერს, ალმათიში, ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ ფინანსისტთა მე-8 საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას, რომელიც ყაზახეთის ეროვნული ვალუტის, ტენგეს 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები, ეკონომისტები და ფინანსისტები ესწრებოდნენ.

ფორუმზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. თავის გამოსვლაში კობა გვენეტაძემ ყურადღება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილ წარმატებულ რეფორმებზე გაამახვილა, ვრცლად ისაუბრა ზედამხედველობის ფარგლებში ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვაზე და მონაწილეებს მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ასევე, ხაზი გაუსვა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ყაზახეთის რამდენიმე წამყვან გამოცემას. ინტერვიუში კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე და ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხების მნიშვნელობაზე.