მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: მთავრობის დეპოზიტები მაღალია, მაგრამ ვფიქრობ, ისინი არათანაბარ ხარჯვას არ დაუშვებენ

592817f11bbd4
თელარა გელანტია
26.05.17 16:00
1341
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ფისკალური საკთხი მთავრობის პრეროგატივაა.

ასე უპასუხა მთავარმა ბანკირმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მთავრობის დეპოზიტების გაზრდილ მაჩვენებელს შეეხებოდა. 

კერძოდ, რომან გოცირიძეს აინტერესებდა, ხომ არ ექნება ადგილი არათანაბარ ხარჯვას წლის მეორე ნახევარში, რადგან ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მომდევნო ერთ თვეში მთავრობას მილიარდ ნახევარი ლარი აქვს დასახარჯი.

თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, როგორც წესი, ბიუჯეტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი საკუთარ კომენტარებს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას წარადგენს.

"ფისკალური პოლიტიკის წარმართვა ეს არის მთავრობის პრეროგატივა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი და ვცვლით ინფორმაციას. იგივე სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომ გვქონდეს დოუკმენტი, თუ როგორ ვცვლით ინფორმაციებს. ამასთან დაკავშიებით ყოველთვის გვაქვს განხილვები ფინანსთა სამინისტროსთან. ამ წუთში დაგეთანხმებით, მთავრობის დეპოზიტები მაღალია, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას ძალიან კარად ესმის, ეს რას ნიშნავს და ვფიქრობ, ისინი არ დაუშვებენ, რომ არათანაბარი ხარჯვა იყოს და ამან მერე რაიმე „პრესი“ (წნეხი) შექმნას ინფლაციაზე ან გაცვლით კურსთან დაკავშირებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.