19.აპრილი.2016 11:46
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის 2015 წლის ანგარიშს პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის 2015 წლის ანგარიშს პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს
საქართველოს ეროვნული ბანკი, 2015 წლის საქმიანობის შესახებ, პარლამენტს ანგარიშს 1 მაისამდე წარუდგენს. აღნიშნულს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმად, ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, სებ-ი პარლამენტს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშს წარუდგენს; საქართველოს პარლამენტი კი, ამტკიცებს ამ ანგარიშებს.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, "წლიური ანგარიში 2015“ მზადების პროცესშია და ის პარლამენტს კანონით განსაზღვრულ ვადებში გადაეგზავნება.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით, სავარაუოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წარსდგება.

"წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში; აგრეთვე, მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე", - აცხადებენ ბანკში.

აღსანიშანვია, რომ 2015 წელი ისე დასრულდა, რომ ეროვნული ბანკის "წლიური ანგარიში 2014" საქართველოს პარლამენტმა პლენარულ ფორმატში არ მოისმინა. მაშინ მიზეზად ის დასახელდა, რომ დოკუმენტის განხილვა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის, ისე პარლამენტის მიზეზით, რამდენჯერმე გადაიდო.

"წლიური ანგარიში 2014"-ის საკითხი აქტუალური იყო 2016 წელსაც. საქართველოს ეროვნული ბანკის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტს ანგარიშის განხილვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, მაგრამ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ქადაგიძის მოსასმენად დრო ვერ გამონახა. მოგვიანებით, კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა თქვა, რომ ანგარიშმა აქტუალობა დაკარგა.

საბოლოოდ, ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტმა სებ-ის 2014 წლის და ზოგადად, 7-წლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში საზოგადოებას სატელევიზიო ეთერიდან ჩააბარა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე წარდგენისას გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობის პერიოდში სებ-ის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ მოუწევს საუბარი, რადგან კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად პარლამენტმა 2016 წლის 17 მარტს დაამტკიცა.
ავტორი: თელარა გელანტია



23.თებერვალი.2019 11:00
108

სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის უცხო ქვეყნის 56 438 ავტომფლობელი დაჯარიმდა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 10:02
300

2 მიზეზი TBC-ის აქციონერების წინააღმდეგ 11 წლის ტრანზაქციის „გასაღვიძებლად“ - ფადი ასლის მოსაზრება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 00:30
1099

საბავშვო ხალიჩების მწარმოებელ ჩეხურ კომპანიას წარმოება საქართველოში გადმოაქვს

ვრცლად
22.თებერვალი.2019 22:00
1348

ადვოკატი ცაში - skylawyer

ვრცლად
22.თებერვალი.2019 21:00
1696

ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში გაიყიდება

ვრცლად
22.თებერვალი.2019 20:31
1507

მარიამ ქვირივიშვილი და ინვესტორთა საბჭო “მჭიდრო თანამშრომლობაზე“ შეთანხმდნენ

ვრცლად