მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კითხვა საპარლამენტო უმრავლესობიდან: ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტს?

5c6d2a567018f
დათო ჯალაღონია
20.02.19 14:20
834
პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენა მიმდინარეობს.

მინისტრმა თავდაპირველად გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამ წუთებში კი, მაია ცქიტიშვილს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ.
ერთ–ერთი კითხვა ანაკლიის პროექტის მომავალთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა მერაბ ქვარაიამ დასვა.

„მინდა დაგისვათ კითხვა იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ანაკლიის პროექტი ეწოდება და არის საუკუნოვანი პროექტი, არა მხოლოდ მისი მნიშვნელობით, არამედ იმითაც, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა ამ პროექტის განხორციელებაზე. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობები გახდა შესაძლებელი და საფუძველი ჩაეყარა ამ პროექტს, თუმცა დღეს გვესმის, რომ ხშირად არის არაჯანსაღი მითქმა–მოთქმის საფუძველი და მცდელობა იმისა, რომ გარკვეულწილად ეს ხელისუფლების დისკრდიტაციისთვის იქნას გამოყენებული. მე მექნებოდა კითხვა, ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე ანაკლიის პროექტს და როგორია მისი შემდგომი გაგრძელების რეალიები“, – იკითხა დეპუტატმა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატები კითხვების დასმას დაასრულებენ, მინისტრი მათ პასუხს გასცემს.