მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორი საპენსიო რეფორმის გადავადებას ითხოვს: მარტივ შეკითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი

5c122c8259354
თათია ჩაფიჩაძე
13.12.18 13:53
1012
საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტსა და ბიზნესასოცაციების 80-მდე წარმომადგენელს შორის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაცია შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესასოციაციების წარმომადგენელთა ნაწილმა საპენსიო სააგენტოს და ზოგადად, რეფორმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ღიად დააფიქსირა და შეხვედრა გაბრაზებულებმა დატოვეს.

შეხვედრაზე დამსწრე კერძო სექტორის ნაწილის განცხადებით, მათ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელისგან და მენეჯმენტისგან ვერ მიიღეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც ბიზნესს ახალ რეფორმასთან დაკავშირებით გააჩნია.

ბიზნესს მიაჩნია, რომ რეფორმის ასამოქმედებლად 2-კვირიანი ვადა საკმარისი არაა.

ისინი მიზეზად ინფორმირებულობის დაბალ დონეს ასახელებენ, ამიტომ კერძო სექტორი რეფორმის გადავადებას ითხოვს.

„დღევანდელ შეხვედრაზე აშკარად გამოჩნდა, რომ პრობლემები შეიქმნება; ელემენტარულ, ტექნიკურ და მარტივ შეკითხვებზე არ აქვს სააგენტოს მენეჯმენტს პასუხები; განსაკუთრებით საგადასახადო გადახდებთან და საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით. ნახეთ, თქვენ თვითონაც, როგორი მიუღებლობაა ბიზნესის მხრიდან. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მზად არის, მაგრამ თქვენ არ ხართ მზადო და რეალურად, ეს არის მთავარი პრობლემა. არც ბიზნესმა და მითუმეტეს არც დასაქმებულებმა არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგალითად, 1000-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, დამსაქმებელმა რამდენი უნდა გადაიხადოს, არ ვიცით; ასევე, ჩვენმა ბუღალტრებმა ვერ მიიღეს პასუხები, რამდენი უნდა გადარიცხონ სახაზინო კოდზე და რამდენი - საპენსიო ფონდში“, - განაცხადა ურიდიული ფირმა GLCC-ის წარმომადგენელმა შალვა ცხაკაიამ.

ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ხვალ და ზეგაც გაგრძელდება.