მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

5bf3f2361fee5
თამუნა დემეტრაშვილი
20.11.18 15:37
676
კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო საპენსიო დაზღვევით 22 275 ადამიანი სარგებლობს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 647 ადამიანით ნაკლებია. კლიენტების შემცირების მიუხედავად, გაზრდილია ფონდებში შეტანილი თანხები. 9 თვის მონაცემებით, საპენსიო რეზერვებმა 27 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7%-ით მეტია. კერძო საპენსიო სქემების ჯამურმა საინვესტიცო შემოსავალმა საანგარიშო პერიოდში 1,8 მილიონი ლარი შეადგინა.

ე.წ კერძო საპენსიო დაზღვევას მოქალაქეებს ორი სადაზღვევო კომპანია სთავაზობს- ,,ალდაგი“ და ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“. სქემის მონაწილე მოქალაქეებიდან 10 223 ,,ალდაგის“ კლიენტია, 11 517 კი ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“, თუმცა საპენსიო დანაზოგების მოცულობის მხრივ ,,ალდაგი“ ლიდერობს. მის ფონდში 19,2 მილიონი ლარია აკუმულირებული, ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ ფონდში კი 3,1 მილიონი ლარი. საპენსიო სქემებიდან მოქალაქეების მიერ 9 თვეში ჯამში 5,9 მილიონი ლარი გაიტანეს.