მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კენიამ მონეტებზე პრეზიდენტების ნაცვლად, ცხოველების ფოტოები განათავსა

5c10cb7f42c0b
ლევან თაღიაშვილი
12.12.18 14:10
944
კენიამ მონეტებზე პრეზიდენტების ნაცვლად, ცხოველების ფოტოები განათავსა, რისი მიზეზიც „განდიდების მანიისგან“ გათავისუფლება იყო.

აქამდე ფულის ერთეულზე 3 ექს-პრეზიდენტი იყო გამოსახული: ჯომო კენიატა, დანიელ არაპ მოი და მვაი კიბაკი.

კენიელები მიიჩნევდნენ, რომ ეს ხერხი ლიდერების მხრიდან  საკუთარი თავის რეკლამისთვის და პირადი სარგებლისთვის გამოიყენებოდა.

ახალ მონეტებზე გამოსახულია ისეთი ცხოველები, როგორიცაა: ლომი, სპილო, ჟირაფი და მარტორქა.

კენიის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ შედეგისთვის სახელმწიფომ ხანგრძლივი გზა გამოიარა.