11.იანვარი.2019 22:00
მსოფლიო

კენია საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვას გეგმავს

კენია საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვას გეგმავს
კენია საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვას გეგმავს. ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ ამ ნაბიჯით მოსწავლეები გაცილებით მეტ უნარ-ჩვევებს შეიძენენ და მათთვის წარმატების მიღწევა გამარტივდება.

სილაბუსის შედგენა და სკოლებში დანერგვა სავარაუდოდ, 2020 წელს მოხდება.

ჩინური ენის სწავლა მე-4 კლასიდან იქნება შესაძლებელი.

ხელისუფლების განცხადებით, ეს ნაბიჯი ჩინური ეკონომიკის და ენის გავრცელების ტემპიდან გამომდინარეობს.

"ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში საკმაოდ გაზრდილია. ამიტომ ვთვლით, რომ კენიის მოქალაქეებისთვის ჩინური ენის, კერძოდ, მანდარინის დიალექტის შესწავლა საკმაოდ კარგ შედეგებს მოგვიტანს", - განაცხადა კენიის კურიკულუმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იულიუს ივანმა.

კენიის ახალი კურიკულუმი მიმართული იქნება განათლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



21.მარტი.2019 14:15
1238

როგორია სტამბოლის ახალი აეროპორტი - ფოტორეპორტაჟი

ვრცლად
21.მარტი.2019 00:20
179

დიდ ბრიტანეთში ქარხნის მუშამ 71 მლნ გირვანქა სტერლინგი მოიგო

ვრცლად
20.მარტი.2019 18:15
816

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

ვრცლად
20.მარტი.2019 15:53
2669

ასტანას ოფიციალურად შეეცვალა სახელი - დღეიდან ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ჰქვია

ვრცლად
20.მარტი.2019 00:15
2017

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
2232

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად