მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის გზატკეცილზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება

5ab355de3617b
მეგი კავთუაშვილი
22.03.18 11:05
741
კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 8 მლნ ლარია გათვალისწინებული. კიდევ 2 მილიონს GWP დახარჯავს, რომელიც სრულად შეცვლის კომუნიკაციებს.

„ამ სამუშაოების დასრულება სექტემბერ-ოქტომბერში გვაქვს დაგეგმილი. მეორე ეტაპისთვის კი კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ზოლები შეკეთდება“ - განაცხადა თბილისის მერიის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის დავალებით, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გზაზე და ბარათაშვილის აღმართზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, გზაგამყოფები, განათების სისტემები, ბორდიურები და მიწისქვეშა კომუნიკაციები.