21.აპრილი.2016 16:26
ეკონომიკა

კახეთი მევენახეობაზე დამოკიდებულებას ამცირებს

კახეთი მევენახეობაზე დამოკიდებულებას ამცირებს
კახეთის მოსახლეობა შემოსავლის დივერსიფიცირებაზე გადავიდა და ვაზის გარდა სხვა კულტურების მოყვანა დაიწყო. როგორც "კომერსანტს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო თხილის, ზეთისხილის პლანტაციების გაშენება, ასევე გააქტიურდა ატმის ბაღების გაშენება, რადგანაც რეალიზაციის პრობლემა ამ მხრივ აღარ არის.
 
როგორც გუბერნატორი აცხადებს, რომ მოსახლეობა გადადის თანამედროვე სტანდარტზე, რასაც კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირება და მომგებიანი პროდუქციის წარმოება ჰქვია.

ირაკლი შიოლაშვიილის თქმით, მაგალითად, თხილის ბაღების გაშენება აქამდე აქტუალური არ იყო, ეს კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამამ "დანერგე მომავალმა" გაააქტიურა, რომელიც სხვადასხვა ხეხილისა და ხილის ნერგების ფერმერისთვის გადაცემას და სახელმწიფოს მხრიდან 70%-იან თანადაფინანსებას გულისხმობს.

"ძალიან კარგია, როცა ფერმერი ფიქრობს, რომ თუ ერთ პროდუქტს ოდესმე რაიმე პრობლემა შეექმნება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული შემოსავლის წყარო. ეს ჩვენთვის დამატებით მდგრად ეკონომიკას ქმნის.

გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით ყურძენი, დაახლოებით 200 ათასი ტონა გადავამუშავეთ გასულ წელს. ეს რაოდენობა მზარდია, რადგან ახალი გაშენებული ვენახების რაოდენობა არის რამდენიმე ათასი ჰექტარი. ვერ ვიტყვი, რომ ყურძნის სეგმენტი არის წამგებიანი, მაგრამ ასევე არანაკლებ შემოსავლიანია სხვადასხვა მიმართულებები. ჩვენ გვინდა იმის დამტკიცება, რომ კახეთში არ არის მხოლოდ ერთი, მევენახეობის მიმართულება განვითარებული და აქ შესაძებელია სხვა კულტურების დანერგვაც",- აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

ირაკლი შიოლაშვილის თქმით, თხილთან ერთად მოხდა ატმის ახალი ბაღების გაშენებაც, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად მოგვარდა ატმის რეალიზაციის საკითხი და ხილი იყიდება სხვადახსხვა ქვეყანაში, ძირითადად აზერბაიჯანსა და რუსეთში. გუბერნატორის შეფასებით, ხილის ფასიც მინიმუმ გაორმაგებულია.

რაც შეეხება სხვა კულტურებს, ირაკლი შიოლაშვილს ზეთისხილის მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ რამდენიმე ხნის წინ კახეთში ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა, რომელიც კახეთში გაშენებული ბაღებიდან მიღებულ ზეთისხილს გადაამუშავებს. გუბერნატორის თქმით, სამომავლოდ იგეგმება, რომ ქარხანამ ზეთისხილი მოსახლეობისგანაც ჩაიბაროს და გადაამუშავოს.

"პროგრამა "დანერგე მომავალმა" მისცა ამ ყველაფერს ძალიან დიდი ბიძგი. მოგეხსენებათ, პროექტში ნერგის 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს. ასევე, გაცოცხლდა მელიორაციის სამსახური და ისეთი მიწები, რომლებიც წლების განმავლობაში არ გასარწყავიანებულა, უკვე ირწყვება. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს არის მუშახელი, რადგან ყველა საკუთარ ნაკვეთს უვლის და აღარ აქვთ სურვილი, რომ სხვა ფერმერთანაც გააგრძელონ მუშაობა",- აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

რაც შეეხება კახეთში ბოლო დროს განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებს, ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარებს კახეთში არსებული შატოების რეკონსტრუქცია და გაფართოება.

"თელავში არსებული "შატო მერე" გვერდით აშენებს და უშვებს ექსპლუატაციაში ახალ კორპუსს. ასევე ყველა შატოს რეკონსტრუქცია და გადაკეთება მიმდინარეობს. თელავში შენდება ერთი ახალი სატუმრო ზუზუმბოზე, ასევე "რადისონის“ მშენებლობა მიმდინარეობს წინანადალში, დაგეგმილია თელავის ტურბაზის რესკონსტრუქცია. ჩემი ინფორმაციით, მაისში იქ მასშტაბური სამუშაოები დაიწყება", – აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

"კომერსანტი"



12.დეკემბერი.2018 16:35
46

ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის ბიუჯეტი პირველად აჭარბებს 13 მლრდ ლარს

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 16:15
63

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:53
101

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:45
92

"ეკონომიკის მინისტრისთვის გასაგებია სადაზღვევოების წუხილი საბანკო სექტორთან დაკავშირებით"

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:39
57

67 803 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:34
53

"ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები"

ვრცლად