15.მარტი.2016 12:58
ბიზნესი

კახა ოქრიაშვილი: თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას გონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი ძვირია

კახა ოქრიაშვილი: თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას გონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი ძვირია
"თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰქონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით", - აღნიშნულის შესახებ კომპანია PSP-ს დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია არ არსებობს და ბაზარი თავისუფალია.
 
"ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია გადასულია ზეკონკურენციაში, არ არსებობს არანაირი შეთანხმებები, არ არსებობს მონოპოლია, ბაზარი შეზღუდული არ არის. ამის დასტური ის კომპანიებიც არის, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა. ბაზარი არის აბსოლუტურად ღია, დახურული რომ იყოს „ჰუმანითი ჯორჯიაც“ ვერ შემოვიდოდა და ახალი აფთიაქებიც არ გაიხსნებოდა.

ზეკონკურენცია არის ისეთი რამ, როდესაც კომპანიები მედიკამენტებს ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა კომპანიების მასშტაბის შემცირება ან ბაზრიდან გასვლა და გაკოტრება.

საქართველოში ფასები არ არის მაღალი. სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის შემოსავალი არის დაბალი, თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას გონია რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი. ეს არის ოპტიკური ტყუილივით, მედიკამენტი მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ის იაფი ვერ იქნება.

რაც შეეხება ფსევდოექსპერტების განცხადებებს, მათ ძალიან უყვართ სხვისი ფულის დათვლა, ჩვენ მათი აზრი არ გვაინტერესებს.

22 წლის ნამძილზე, ყოველთვის ვიყავთ ორიენტირებული მოსახლეობაზე და მათ შორის ფასებით. თუ რამე მოგება გვქონია, ისევ საქართველოს ეკონომიკაში შეგვიტანია ის", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე უარი თქვა.



21.ივლისი.2018 21:36
472

კახეთში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო იხსნება

ვრცლად
17.ივლისი.2018 14:15
109

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
115

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
142

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
293

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
355

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად