25.დეკემბერი.2015 15:10
ბიზნესი

კახა ოქრიაშვილი: პრემიერის ცვლილება პოლიტიკური მარკეტინგის საკითხია

კახა ოქრიაშვილი: პრემიერის ცვლილება პოლიტიკური მარკეტინგის საკითხია
კახა ოქრიაშვილი პრემიერის პოსტიდან წასვლას და მისი გიორგი კვირიკაშვილით შეცვლას მარკეტინგულ რებრენდინგს უწოდებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ცვლილება ბიზნესთან კავშირში არ არის.
 
"ვფიქრობ, რომ პრემიერის ცვლილება პოლიტიკური მარკეტინგის საკითხია. მმართველი გუნდის პოლიტიკური რებრედინგის საკითხი ბიზნესთან დაკავშირებული არ არის. ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა ახლაგაზრდამ, 33 წლის კაცმა ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა. გადადგომისთვის გამორჩეული მიზეზები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ეს უფრო რებრედინგის საკითხია. იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც ქვაყანაში და ქვეყნის ირგვლივ იყო, იმ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების ფონზე, რაც ჩვენს სამეზობლოში არსებობს, ღარიბაშვილის მოღვაწეობას დადებითად ვაფასებ. მან მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო ამ სიტუაციაში.

ძალიან ბევრი უარყოფითი მოვლენებიც იყო, მაგრამ ყოველთვის ვხედავდით იმას, რომ მთავრობა უფრო დადებითი მოვლენების განხორციელებისკენ მიისწრაფოდა და ის უარყოფითი მოვლენები, როგორიც არის ლარის კურსი და ა.შ. ამ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიეღო“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.



19.ივნისი.2018 15:15
114

"დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთებით რამის შექმნა რთულია"

ვრცლად
19.ივნისი.2018 09:30
80

"სახელმწიფო უნდა ქმნიდეს პირობებს, რომ ბიზნესმა სამუშაო ადგილები შექმნას"

ვრცლად
19.ივნისი.2018 09:00
153

"ქვეყანაში უნდა არსებობდეს იმხელა ბიუროკრატია, რამხელაც მას სჭირდება"

ვრცლად
18.ივნისი.2018 20:20
236

"ელექსირი" - წყალი, რომელიც ბაქტერიებს კლავს

ვრცლად
17.ივნისი.2018 19:50
126

VELLINO ევროპაში აქტიური ექსპორტისთვის ემზადება

ვრცლად
17.ივნისი.2018 19:00
49

რა შანსები აქვს საქართველოს 5G-ის დანერგვის მიმართულებით?

ვრცლად