მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე "გაზპრომთან" მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს

569f23d7e495e
BM.GE
20.01.16 10:04
1185
ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელობასთან მორიგ სამუშაო შეხვედრას ვენაში დღეს გამართავს. როგორც კალაძემ გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მოლაპარაკებების პროცესს არ დაესწრება გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

"მაქსიმალურად ვეცდებით, ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რაც ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი დარგისთვის მისაღები იქნება. შეხვედრას არ დაესწრება ბატონი მილერი, იქნება ქალბატონი ბურმისტროვა.

სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება ჩვენგან და შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს", - განაცხადა კალაძემ.