14.აპრილი.2016 13:28
ეკონომიკა

კახა კალაძე ირანის მიმართულებით ელექტროენერგიით ვაჭრობას არ გამორიცხავს

კახა კალაძე ირანის მიმართულებით ელექტროენერგიით ვაჭრობას არ გამორიცხავს
ენერგეტიკის მინისტრი ირანის მიმართულებით ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამას საქართველოს, რუსეთს, ირანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი მემორანდუმიც ითვალისწინებს.
 
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მე მოხარული ვიქნები, თუ შევძლებთ სრულყოფილად განვახორციელოთ ის. პროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას ირანის მიმართულებით. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ქვეყანას სანქციები მოეხსნა", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველომ ირანთან არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

როგორც მინისტმა განმარტა, საქართველო დღეს ელექტროენერგიით ვაჭრობას მცირე მოცულობით, სომხეთის მიმართულებით ახორციელებს.

"როგორც ვიცით, სომხეთი მუშაობს ახალი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურის მშენებლობის პროექტზე, რომელიც 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა ინვესტორებისთვის, რომ ელექტროენერგიით ივაჭრონ არა მხოლოდ სომხეთის მიმართულებით, არამედ  სომხეთის გავლით ირანის მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2015 წლის დეკემბერში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ერევანში გუშინ გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჰამიდ ჩიტჩიანი, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ლენოვ ეოლიანი, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი.



20.ნოემბერი.2018 17:22
218

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
406

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
889

"ვალების განულება" - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
93

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
118

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
78

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად