მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე გამგებლებს მოსახლეობასთან კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

5c6d24829e8aa
ლევან თაღიაშვილი
20.02.19 14:02
2581
თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მან გამგებლებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის სწორი და ზუსტი პასუხების მიწოდება აუცილებელია.

„საზოგადოების კითხვებზე პასუხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, გუშინდელი ვიდეო ფორმატი მოადგილეებთან ერთად ძალიან საინტერესო იყო, საინტერესო კითხვები მივიღეთ საზოგადოებისგან. ამ ფორმატში აუცილებელია, ჩავერთოთ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები. უნდა იყოს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ჰქონდეთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე", - აღნიშნა მან.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ საათნახევრიანი კომუნიკაციის მიუხედავად, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ფიზიკურად ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მსგავსი კომუნიკაცია მერსა და მოსახლეობას შორის კიდევ შედგება.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს თბილისის მერმა მოადგილეებთან ერთად, Facebook Live-ის მეშვეობით საათნახევრის განმავლობაში მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.